saqarTvelos karsti - horaRis karstruli Wa

 

კასტრული წარმონაქმნი ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე შავწყლას აუზში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სოფ. ბლაბურხვის ტერიტორიაზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 625 მ-ზე. წარმოადგენს 35 მ სიღრმის ჭას. ჭის ფორმა ცილინდრულია. ინვითარებს მრავალრიცხოვან ნაპრალებს. კედლები დროებითი ღვარებით ძლიერაა დაღარული. ჭის ფსკერზე მცირე ზომის გვირაბები იხსნება, რომლებიც მოკლე ხვრელებს წარმოადგენენ. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ნგრეული და ნაშალი მასალა. არის ასევე თიხა-ღორღის ნაფენები. ჭარბად ჩაედინება დროებითი ნაკადები.